ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესი

17 დეკემბერი 2018, 00:00 1604 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი. დღეს რამდენიმე მოწმე დაიკითხა, რომელიც პოლიციის თანამშრომლები არიან და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

დაცვის მხარემ ბრალდებულების, მინდია ლავასოღლის, ივანე გეგიაძის, შოთა კეკელიძისა და ზაალ ახვლედიანის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

პროკურატურის განცხადებით არსებობს ბრალდებულთა მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება. დაცვის მხარე კი ამას გამორიცხავს. მათი თქმით, მოწმეთა უმეტესობა უკვე დაკითხულია და მათ უმრავლესობას ბრალდებულთან შეხება არა აქვთ. დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდებას მტკიცებულებად მხოლოდ სატელეფონო ჩანაწერები აქვთ, რომელთა ავთენტურობაც საეჭვოა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი