კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით პროკურატურის მისაღებში შიმშილობენ. ისინი საქართველოს პირველი პრეზიდენტის საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც მათი თქმით ზვიად გამსახურდიას დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ.
კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით საქმეს ვადა 31 დეკემბერს გადის და პროკურატურისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. ცოტნე გამსახურდიამ მხარდამჭერებს 18 დეკემბერს პროკურატურასთან აქციაზე მოუწოდა.