აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 16 პროცენტითაა გაზრდილი

13 დეკემბერი 2018, 00:00 1664 ნახვა

აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 16 პროცენტითაა გაზრდილი. 11  თვის  მონაცემებით, რეგიონში  მილიონ  830 ათას 888 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.  

აქედან ყველაზე მეტი მოგზაური რეგიონს თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან სტუმრობდა. 22%-იაა გაზრდილი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგიონში განხორციელებული ვიზიტებიც. მოგზაურების სტატისტიკა სარფის, პორტისა და აეროპორტის საზღვრის კვეთის მონაცემებს ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში