აჭარა ''ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას'' შეუერთდა

12 დეკემბერი 2018, 00:00 1995 ნახვა

აჭარა “ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“ შეუერთდა. პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც დაავადების დროული გამოვლენაა სამ ინფექციაზე _ ტუბერკულოზის, შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებული სკრინინგი მიმდინარეობს.

1 აგვისტოდან დღემდე მობილურმა ბრიგადამ 2 ათას 915 ადამიანს ჩაუტარა სკრინინგი, რომლის დროსაც ყველაზე მეტი  -  58 შემთხვევა ცე ჰეპატიტის იყო, აივ ინფექცია ერთ დაუდასტურდა, ტუბერკულოზი არ გამოვლენილა.

დიაგნოსტირება ყველა მუნიციპალიტეტში პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში ჩატარდება, მედიკოსები პაციენტებს ბინაზეც გამოიკვლევენ.

სწორედ მობილური ჯგუფებისთვის შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის დაფინანსებით, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს მაღალი გამავლობის სამი ავტომობილი გადაეცა. საკითხთან დაკავშირებით დღეს ბათუმში კონფერენცია გაიმართა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი