ქურდული სამყაროს წევრობისთვის ერთხელ გასამართლებული ლავასოღლის კიდევ ერთი საქმე სასამართლოში

10 დეკემბერი 2018, 00:00 4494 ნახვა

გრძელდება, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. დღეს მინდია ლავასოღლის, ივანე გეგიაძის, შოთა კეკელიძისა და ზაალ ახვლედიანის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც ბრალდების მოწმეები, პოლიციის თანამშრომლები დაკითხეს.

პოლიციელები ინფორმატორის მონათხრობს ეყრდნობიან და აცხადებენ, რომ ივანე გეგიაძე და შოთა კეკელიძე მინდია ლავასოღლის ურკვევდნენ საქმეებს, ასევე,  ზაალ ახვლედიანმა მეზობელი ბიზნესმენი ცენტერაძე, რომელსაც ლავასოღლი ფულს სძალავდა, რუსეთში მყოფ კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან დააკავშირა.

ადვოკატების განცხადებით, საქმეში მხოლოდ უცნობი ინფორმატორის მონათხრობი და სატელეფონო ჩანაწერებია, რომლებსაც სათანადო ექსპერტიზა არ ჩატარებია. სახელმწიფო ბრალდების მხარეს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია.

მინდია ლავასოღლის დაუსწრებლად აქვს ბრალი წარდგენილი, იგი თურქეთში, ტრაპიზონშია დაკავებული, თუმცა ამ დრომდე უცნობია როდის მოხდება მისი ექსტრადირება. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი შსს-მ ივლისში, ბათუმში დააკავა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი