თეატრალური პრემია “დურუჯის“ გამარჯვებულები

09 დეკემბერი 2018, 00:00 1812 ნახვა

თეატრალური პრემია “დურუჯის“ 2018-ის საიუბილეო დაჯილდოვებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელეს. ნომინანტთა შორისაა ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მეგი კობალაძე. მან საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული მიიღო სპექტაკლ “სიყვარულის ფორმულა ანუ დონ ჟუანში“ შესრულებული როლისთვის.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისთვის ჯილდო თორნიკე გოგრიჭიანს ერგო. დაჯილდოვდა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის  სპექტაკლი “წერილი ჯერალდინას“. ამ დადგმისთვის  ელენე მაცხონაშვილს საუკეთესო რეჟისორის პრიზი გადაეცა. პრემია “დურუჯი“ წელს 10 წლის გახდა.

ამავე კატეგორიაში