სტრასბურგმა ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სარჩელი წარმოებაში მიიღო

08 დეკემბერი 2018, 00:00 1370 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილის მამა  იმედოვნებს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მისი  შვილის მკვლელების მიმართ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს. გივი ტატუნაშვილის განცხადებით მედიის საშუალებით გაიგო, რომ მისი შვილის საქმეზე წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ მიერ წარდგენილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

სარჩელს, რომლითაც „ემპათიამ“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, თან ახლავს მოცულობითი მტკიცებულება, რომლითაც მტკიცდება, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის რეგიონში წამებით არის მოკლული.ოჯახი ტატუნაშვილის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი