ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს იწუნებს

08 დეკემბერი 2018, 00:00 1144 ნახვა

ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. ოპოზიცია პრიორიტეტების არასწორ გადანაწილებაზე და ბიუროკრატიული ხარჯების ზრდაზე საუბრობს. მმართველ ძალას მიაჩნია, რომ საფინანსო დოკუმენტი მოქალაქეთა საჭიროებებს პასუხობს. 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა კომიტეტებში დასრულდა.

პარლამენტი დოკუმენტს კენჭს დეკემბრის ბოლო პარასკევს უყრის. წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი 630 მილიონით გაიზარდა. ბოლო ვერსიით 31 მილიონითაა ჯანდაცვის ბიუჯეტი მომატებული. ზრდა არის განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი