გოჩა ლორთქიფანიძე - დარწმუნებული ვარ, ჰააგის გამოძიება გახდება სამართლის აღსრულების საფუძველი

06 დეკემბერი 2018, 00:00 1400 ნახვა

რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ აგრესორმა პასუხი აგოს ყველა იმ სამხედრო დანაშაულზე, რომელსაც ის ჩადის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განაცხდა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, წევრი სახელმწიფოების ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

გოჩა ლორთქიფანიძის თქმით რუსეთი და მისი მხარდამჭერი სეპარატისტული ძალები დამნაშავეები არიან ეთნიკურ წმენდაში, სამხედრო  და სამოქალაქო პირების გატაცებასა და წამებაში, ლორთქიფანიძის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორებმა უნდა გამოიძიონ ყველა შემთხვევა და რუსეთი და სეპარატისტული ძალები საერთაშორისო კანონმდებლობის ძალით უნდა დაისაჯონ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი