პარლამენტმა ახალი რეგლამენტი დაამტკიცა - საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილება იზრდება

06 დეკემბერი 2018, 00:00 1672 ნახვა

პარლამენტმა ახალი რეგლამენტი დაამტკიცა, საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილება იზრდება. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის უფლებამოსილებას ეხება, პარლამენტმა 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ  მიიღო.

დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა:  კობა ნარჩემაშვილმა,  გენადი მარგველაშვილმა და დიმიტრი მხეიძემ. რეგლამენტის თანახმად, იანვრიდან პარლამენტის ადგილსამყოფელი თბილისი იქნება.  საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციები ეზრდება და  ვალდებული ხდება გააკონტროლოს მთავრობის საქმიანობა.

დეპუტატები ყოველწლიურის გარდა, ანგარიშებს ინტენსიურ რეჟიმში მოისმენენ. თუმცა კანონმდებლებს კომიტეტების სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტის წევრების დაბარების შესაძლებლობა მხოლოდ ფრაქციის მოწვევის შემდეგ  ექნებათ. ეს ცვლილება მიუღებელია ოპოზიციისთვის. სამთავრობო საათი - მექანიზმი, რომლითაც მინისტრების სასესიო კვირაში მოსმენა ვალდებულებაა,  დოკუმენტში ვერ მოხვდა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ეს  საპარლამენტო სისტემის დამახასიათებელი მოდელია და მისი არსებობა დემოკრატიული პროცესისთვის აუცილებელია. მმართველი ძალა კი პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის ზრდაზე საუბრობს, არგუმენტად პრემიერ-მინისტრის პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის ვალდებულება მოყავთ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი