ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი არ დაშავებულან. დამწვარია პირადი ნივთები და მობილური ტელეფონი.
უცნობია რატომ გაუჩნდა ავტომობილს ცეცხლი.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს.