მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად კონფერენცია გაიმართა. მიზანი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვა და სამოქალაქო გამოწვევების გამოკვეთაა. პროექტი ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და ის რამდენიმე ფაზას მოიცავს.
ორგანიზატორი კი არასამთავრობო ორგანიზაცია " თანადგომააა." როგორც მესამე სექტორში აცხადებენ არსებობს მთელი რიგი გამოწვევა, მათ შორის სარეაბილიტაციო ცენტრების ნაკლებობა, მცირე დაფინასების წყაროები და მედიკოსთა პროფესიონალიზმის სიმცირე. ორგანიზაცია სამომავლოდ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად რეკომენდაციების შემუშავებას გეგმავს.