“ომეგა ჯგუფის” საწარმო მიზანმიმართულად გააჩერეს, არ გვაძლევენ აქციზურ მარკებს, - აცხადებს კომპანიის გენერალური მენეჯერი.
ლევან აღდგომელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ''ომეგა ჯგუფმა'' ნოემბრისთვის საჭირო აქციზური მარკების გადასახადი ოქტომბერში გადაიხადა, თუმცა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მარკები არ მიაწოდა.
“432 ათას ცალი აქციზური მარკის გადასახადი წინა თვეში გადავიხადეთ, თუმცა არ გვაძლევენ აქციზურ მარკებს, რის გამოც საწარმო გაჩერებულია. ვითხოვთ, მოგვეცეს მუშაობის განახლების საშუალება”, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
''ომეგა ჯგუფს'' სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება აქვს. ბოლო თვეების განმავლობაში, კომპანიამ მუშაობა რამდენჯერმე შეწყვიტა. კომპანიის კუთვნილმა თამბაქოს ქარხანამ სამთვიანი პაუზის შემდეგ, მუშაობა 27 ოქტომბერს განაახლა.