გამარტივებული სერვისი შშმ პირებისთვის

03 დეკემბერი 2018, 00:00 1607 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სანოტარო მოქმედებების შესრულებისას, სმენადაქვეითებულ, უსინათლო, წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით მოწმის დასწრება, ყველა შემთხვევაში სავალდებულო აღარ იქნება.

თუ პირს შეუძლია სანოტარო საქმეებში მონაწილეობა, შესაფერისი კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით ის პირადად უზრუნველყოფს ნოტარიუსთან საკუთარი ნების გამოვლენას.  გარდა ამისა, შშმ პირთან ერთად თუ სანოტარო მოქმედებაში მონაწილეობს სხვა პირიც, მომსახურების საფასური აღირიცხება, მხოლოდ იმ პირების რაოდენობით, რომელთა ინტერესსაც ემსახურება ეს მომსახურება.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი