შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

03 დეკემბერი 2018, 00:00 2426 ნახვა

დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია, ასევე გადაადგილების საშუალებებით  უზრუნველყოფა და სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით დაკმაყოფილება.

პროგრამული სერვისებით აჭარაში დაახლოებით 1500 სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქე სარგებლობს. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერება, საყოველთაობისა და თანასწორობის დაცვა“ ეს არის წელს საერთაშორისი დღის სლოგანი. 

ამავე კატეგორიაში