შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველმა ანგარიში წარადგინა. ნინო ლომჯარიას თქმით, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად გარემოს ხელმისაწვდომლობის უზრუნველყოფა რჩება.
ასევე ანგარიშში საუბარია საქართველოს კანონმდებლობის გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის მოთხოვნების შეუსაბამობაზე. აღნიშნულია, რომ ქვეყანას არ გააჩნია ამ მიმართულებით ერთიანი ხედვა. ომბუდსმენი განმარტავს, რომ რეგულაციები ფრაგმენტულად არის მოცემული სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში და ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთათვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას.