ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში შუქნიშანი ისევ არ მუშაობს 

03 დეკემბერი 2018, 00:00 2129 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში შუქნიშანი ორი დღეა არ მუშაობს.

ქუჩების გადაკვეთისას, პრობლემა ექმნებათ, როგორც ქვეითად მოსიარულეებს ასევე მძღოლებს. 

მოქალაქეები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშანი ხშირად გამორთულია. ავტომობილები კი ქაოტურად გადაადგილდებიან.

''ბათუმის ავტოტრანსპორტის'' მარკეტინგის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტროსადენი. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და შუქნიშანი უახლოეს პერიოდში ჩაირთვება.  

მისივე თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე ელექტროენერგია ხშირად ითიშება, რის გამოც შუქნიშანი ზიანდება. 

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში