ცესკოს წინასწარი მონაცემებით სალომე ზურაბიშვილმა ხმების 57% მიიღო

28 ნოემბერი 2018, 00:00 1855 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარემ საზოგადოებას არჩევნების პირველადი შედეგები გააცნო. თამარ ჟვანიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 195 305 ხმა მიიღო, რაც  42.63%-ია. 

''ქართული ოცნების'' მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს კი მხარი ამომრჩევლების 57%-მა დაუჭირა, რაც რაოდენობრივად  262 826 ხმაა.

ამ ეტაპზე დათვლილია 1181 უბნის მონაცემები.  

 

თამარ ჟვანიას თქმით, მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეც იტვირთება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი