ხულო მეორე ტურის წინ

27 ნოემბერი 2018, 00:00 1575 ნახვა

საერთო სიაში 31-ით გაიზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა ხულოში, 52-ით კი გადასატან ყუთზე რეგისტრირებულთა რიცხვი. ამ მუნიციპალიტეტში, არჩევნების პირველ ტურში ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა დიდი სხვაობით ლიდერობდა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი.

54 უბანი გაიხსნება ხულოში დილიდან, საიდანაც უმეტესობა არაა ადაპტირებული. ამასთან გადავიღეთ ერთ-ერთი, სადაც გათბობა არ აქვთ და ამ საკითხის გადაჭრა ხვალ კომისიის წევრებს თავად მოუხდებათ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი