„მოგზაურობა ოზურგეთში“ - პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია გაიმართა. აჩვენეს 14 ვიდეორგოლი, რომელთა თემატიკა ოზურგეთის ღირშესანიშნავი ადგილები, ბუნებრივი ძეგლები და საოჯახო სასტუმროები იყო.
პროექტის მიზანი უცნობი ტურისტული რესურსების აღმოჩენა, მათი პოპულარიზაცია და საზოგადოებისა და დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის დაზუსტებული ტურისტული მარშრუტების მიწოდებაა. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს.