ბათუმის მერი: სოფო ხალვაშის დანიშვნა არ უკავშირდება ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვას

27 ნოემბერი 2018, 00:00 3048 ნახვა

სოფო ხალვაში ბათუმის მერიაში კულტურის, განათლებისა სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებების განვითარებაზე იმუშავებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმის მერმა სპეციალურ ბრიფინგზე უთხრა, სადაც მერის მეორე მოადგილის პოსტზე სოფო ხალვაში წარადგინა. 

რატომ შეარჩია მომღერალი ამ თანამდებობაზე? კითხვაზე ლაშა კომახიძე პასუხობს, რომ ხალვაშის ცნობადობა ქვეყანის შიგნით და გარეთ, შემოქმედებითი აზროვნება და კონტაქტები დაეხმარება გუნდს და ქალაქს კულტურისა და ტურიზმის კუთხით განვითარდეს.  ''სოფო ხალვაში ის ადამიანია, რომელიც წლებია ამ სფეროში მოღვაწეობს, კრეატიული და შემოქმედებითია. ეს იქნება ჩვენი გუნდის გაძლიერება. მინდა მას გზა დავულოცო... დარწმუნებული ვარ წარმატებული და ნაყოფიერი იქნება ჩვენი თანამშრომლობა" - თქვა მერმა წარდგენის დროს. 

უკავშირდება თუ არა ეს დანიშვნა სოფო ხალვაშის მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვას? ქალაქის მერი ამბობს, რომ არ უკავშირდება, რადგან იგივე შეთავაზება რამდენჯერმე ჰქონდა სოფოსთან, არჩევნებამდეც და არაერთხელ.

რაც შეეხება ​ რეკომენდატორებს,  კომახიძის თქმით, სოფო ხალვაშის ამ პოსტზე დანიშვნა მისი გადაწყვეტილებაა -  "მას ბევრი რეკომენდატორი ყავდა და ყავს, თუმცა ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და მე შევთავაზე ამ პოზიციაზე მუშაობა". 

სოფო ხალვაშიც ადასტურებს, რომ შეთავაზება ბათუმის მერისგან რამდენჯერმე მიიღო. რა პროექტებზე სურს მუშაობა ამ ეტაპზე მერის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია.  ხალვაში სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას, საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მიაწვდის.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი