რუსეთის მიერ უკრაინული გემებისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ტვიტერზე გამოეხმაურა. ''ეს საზღვაო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა'' - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
"ვადევნებთ თვალყურს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის", — დაწერა ზალკალიანმა ტვიტერზე.
გუშინ ღამით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილება ახლა უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს.