აპოლიტიკური ორგანიზაციები პოლიტიკური მიზნებით

24 ნოემბერი 2018, 00:00 1658 ნახვა

იმ ორგანიზაციებზე გიამბობთ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეიქმნა ბათუმში, არაერთი შეხვედრა გამართეს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა აუდიტორიასთან და  ამტკიცებენ, რომ აპოლიტიკურები არიან, თუმცა პოლიტიკური განცხადებებით გამოდიან და მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერენ.

მათ ერთი საერთო მიზანი აქვთ, დამარცხდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კანდიდატი, თუმცა არ მალავენ, რომ ასევე კრიტიკულად განწყობილი, უფრო მეტიც გაბრაზებულები არიან დღევანდელ ხელისუფლებაზე. ამ ორგანიზაციების უკან, ოპოზიცია „ქართული ოცნებას“  მოიაზრებს, მესამე სექტორი კი, მათი დაფინანსების წყაროების გამოკვლევას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან ითხოვს. ისინი, ჩვენს გადამღებ ჯგუფს, არცთუ კეთილგანწობილად შეხვდნენ. ბევრმა მათგანმა კი, კამერებთან გამოჩენას, საერთოდ აარიდა თავი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი