სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გიორგობა მიულოცა და ქართველი სამხედროების გმირობაზე ისაუბრა. ის აცხადებს, რომ ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა სახელმწიფოებრივი ამოცანაა. მისივე თქმით, უნდა განახლდეს ქვეყნის თავდაცვის კონცეფცია და გაძლიერდეს ჯარისკაცის სტატუსი საზოგადოებაში, ასევე უნდა შეიქმნას ღირსეული პირობები ვეტერანებისთვის. გაიხსენა გასული წლების ისტორია, თუ როგორ იცავდა ქართლი ჯარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მისი თქმით, უნდა განახლდეს ქვეყნის თავდაცვის კონცეფცია; უნდა გაგრძელდეს თავდაცვის ძალების აღჭურვა თანამედროვე საბრძოლო ტექნიკითა და სამხედრო ტექნოლოგიებით; უნდა გაძლიერდეს ჯარისკაცის სტატუსი საზოგადოებაში; უნდა შეიქმნას ღირსეული პირობები ვეტერანებისთვის, ადამიანებისათვის, რომლებიც სიცოცხლეს წირავდნენ ქვეყნის დასაცავად.
„მე, როგორც თავდაცვის ძალების მომავალი უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვიქნები საქართველოს თავდაცვის ძალების ინტერესების გამტარებელი და დამცველი და ყველაფერს გავაკეთებ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.