"სააკაშვილის ახალი რევოლუცია" - ამ სახელწოდებით აუდიოჩანაწერს უკრაინული საიტი ავრცელებს

23 ნოემბერი 2018, 00:00 1996 ნახვა

"სააკაშვილის ახალი რევოლუცია"-ამ სახელწოდებით აუდიოჩანაწერს უკრაინული საიტი ავრცელებს. რომელშიც სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია. აუდიო ჩანაწერის თანახმად, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური პარტნიორებით უკმაყოფილოა, რადგან მათ რევოლუციური განწყობა არ აქვთ, რის გამოც პროცესები ისე არ მიმდინარეობს, როგორც მას სურს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჩანაწერი არაა ავთენტური და ტყუილია.

ამავე კატეგორიაში