სოსო გიორგაძემ შესაძლოა არასამთავრობო სექტორის ნაწილთან სამართლებრივი დავა დაიწყოს

22 ნოემბერი 2018, 00:00 1818 ნახვა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ, შესაძლოა, არასამთავრობო სექტორის ნაწილთან, მათ მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სამართლებრივი დავა დაიწყოს.პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ გიორგაძემ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია პროკურატურის დასკვნასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. გიორგაძე  მესამე სექტორის წარმომადგენლების ბრალდებას  კატეგორიულად არ იზიარებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის, მისი ინფორმაციით, პირველი ტურის შემდეგ ამომრჩეველთა სიაში მცირედი ცვლილება განხორციელდა, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 3 ათასია. მისი განმარტებით, ეს ცვლილება მოქალაქეთა გარდაცვალებას და სრულწლოვნობის ასაკის მიღწევას უკავშირდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი