ენმ: ბათუმის საარჩევნო უბნებიდან საოლქო კომისიის მიერ დანიშნული 19 წევრი წავიდა

20 ნოემბერი 2018, 00:00 1703 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრის მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, მეორე ტურის წინ ბათუმის საარჩევნო უბნები საკუთარი განცხადების საფუძველზე 19 წევრმა დატოვა,მათ შორის თავმჯდომარეებმაც და მოადგილეებმაც.

მისი თქმით, მათ გადაწყვეტილება ხელისუფლების ზეწოლით მიიღეს. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ საარჩევნო უბნებზე 1 200 მეტი წევრია და 21-ი პირი იმიტომ წავიდა, რომ მათ არ ჰქონდათ გათვლილი მეორე ტურის შესაძლო ჩატარება და ვერ შეძლებდნენ მოვალეობის შესრულებას.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი