გამწვანების აქცია ბათუმში. თამარის დასახლებაში 50 -მდე მარადმწვანე, ბუჩქოვანი და ყვავილოვანი ნერგი გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობასთან ერთად დარგეს. წლის ბოლომდე ქალაქის სხვადასხვა უბანში 400 ნერგი დაირგვება. მომავალი წლიდან კი ბათუმს 3000-ზე მეტი ნარგავი შეემატება.