ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან სანაპირო კურორტებზე ამინდი შეიცვლება და მიმდინარე კვირის განმავლობაში უმეტესად წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა +11, +16 გრადუსს შორის იმერყევებს, მთიან რაიონებში კი +7, +12 გრადუსი იქნება.
20-იდან 25 ნოემბრამდე საქართველოში ამინდს განსაზღვრავს ჩრდილო-დასავლეთიდან გადმონაცვლებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც უმეტესად ცივი და წვიმიანი ამინდია მოსალოდონელი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობზე +10, +15 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთის ბარში კი +8, +13 გრადუსი სითბო.
ფოტო:ირინე წუწუნავა