მამუკა ბახტაძე - ამერიკელი ხალხი გვერდში გვიდგას იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც ჩვენს წინაშეა

18 ნოემბერი 2018, 00:00 1395 ნახვა

„ამერიკელი ხალხი გვერდში გვიდგას იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც ჩვენს წინაშეა დამოუკიდებლობის, ევროპულ ოჯახსა და ნატო-ში  ინტეგრაციის გზაზე“-ასე მიმართა აშშ-ის სავაჭრო პალატის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე შეკრებილებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით 1991 წელს, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ამერიკის სავაჭრო პალატის როლს ორმხრივი ურთიერთობების წარმატებით განვითარებაში და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წელი აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით გარდამტეხი იქნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი