მუსლიმური სამყარო, მუჰამედ შუამავლის დაბადებიდან 1448-ე წელს ზეიმობს. მუსლიმთა თემის წარმომადგენლები დღეს ბათუმის ხელოვნების ცენტრში შეიკრიბნენ. სრულიად საქართველოს მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემ მუჰამედ შუამავლის ბიოგრაფიასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა და მრევლს დღესასწაული მიულოცა. ბეგლარ ქამაშიძემ სამუფთოს საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშიც წარადგინა.
მუსლიმური თემის წარმომადგენლებს დღესასწაული აჭარის ხელისუფლების ხელმძღვანელებმა მიულოცეს. მუჰამედი ისლამის დამაარსებელი, მქადაგებელი და პოლიტიკური მოღვაწეა. მუსლიმური ტრადიციისა და ყურანის მიხედვით, მუჰამედი ალაჰის უკანასკნელი მოციქულია. ის 570 წელს დაიბადა და მთვარის კალენდრის მიხედვით, ამ დღესასწაულს, ყოველ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავენ.