აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს შეაჯამებენ. ყურადღება გამახვილდება რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულ ტრენინგებზე, 17 სამიზნე ქვეყანაში განხორციელებულ სარეკლამო აქტივობებსა და მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე.
ანგარიშში საუბარი შეეხება რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებისა და საერთაშორისო ფრენების რაოდენობის ზრდასაც. ტურიზმის დეპარტამენტმა პრეს - ინფოტურის ფარგლებში რეგიონში 963 ჟურნალისტსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელს უმასპინძლა.