ევროკავშირის ელჩმა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა 4 წლიანი თანამშრომლობის პროგრამა შეაჯამეს. პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოში დასაქმებისა და განათლების თანამედროვე სისტემების განვითარება იყო. ორგანიზატორების ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში საქართველოს 30 000-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდა. სამომავლოდ ევროკავშირი გეგმავს გააგრძელოს მუშაობა საქართველოს მთავრობასთან ერთად მოსახლეობისთვის პერსპექტივების შექმნისა და დასაქმების გაზრდის მიზნით.