საკონსტიტუციო სასამართლო უკვე მეორე დღეა არსებითად განიხილავს ე.წ ციანიდის საქმის ადვოკატების საჩივარს, რომელიც გაუთქმელობის ვალდებულებას ეხება.
მოსარჩელე მხარე ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს ნორმა, რომელიც გაუთქმელობის ვალდებულებას ითვალისწინებს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადვოკატებს აკრძალული ჰქონდათ საქმის დეტალებზე საჯაროდ საუბარი.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განმარტებით, ამ ვალდებულებით მათ დაცვის უფლება შეეზღუდათ და ბრალდების მხარესთან არათანაბარ პოზიციაში აღმოჩდნენ. საქმის არსებითი განხილვა საკონსტუიტუციო სასამართლოში სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.