გაუთქმელობის ვალდებულება- განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

14 ნოემბერი 2018, 00:00 1656 ნახვა

ცნობს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ნორმას, რომელიც გაუთქმელობის ვალდებულებას ეხება - ნორმა ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებმა გაასაჩივრეს, რომლებსაც მათი საქმის განხილვისას თავად მოუხდათ ე.წ. გაუთქმელობის პირობის დადება, ანუ მათ აკრძალული ჰქონდათ საქმის დეტალებზე საჯაროდ საუბარი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განმარტებით, ამ ვალდებულებით მათ დაცვის უფლება შეეზღუდათ და ბრალდების მხარესთან არათანაბარ პოზიციაში აღმოჩდნენ. მათივე თქმით სარჩელის დაკმაყოფილება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტრასბურგის სასამართლოსთვის, სადაც ისინი სარჩელის შეტანას აპირებენ. საქმეში ასევე ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ პოზიციით მიმართეს. საქმის არსებითი განხილვა ხვალაც გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი