ქობულეთის სკოლების დირექტორებს აჭარის განათლების მინისტრი შეხვდა

14 ნოემბერი 2018, 00:00 2559 ნახვა

ქობულეთის სკოლების დირექტორებს აჭარის განათლების მინისტრი შეხვდა. ინგა შამილიშვილმა მათ მომავალი წლისთვის დაგეგმილი სიახლეები გააცნო. დირექტორების თქმით, მთავარი პრობლემა ბიბლიოთეკებში წიგნების განახლებას და სკოლების სახურავების გამოცვლას უკავშირდება.

შეხვედრისას ისაუბრეს ახალი ლაბორატორიების დამატების აუცილებლობაზე. ასევე სასკოლო  სპორტულ ოლიმპიადებში, ესეებისა და თეატრალურ კონკურსებში მოსწავლეების ჩართულობაზე. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა მომავალ წლიდან სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის შრომითი ანაზღაურების გაზრდის შესახებ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი