მოშიმშილეთა აქცია იუსტიციის სახლთან. დედა-შვილი რუსიკო შომახია და გიორგი წიქარიძე სააღსრულებლო ბიუროს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, აჭარისა და გურიის აღსრულების ბიუროებს ყადაღადადებული ნივთების შენახვა და დასაწყობება დაევალა,რაც ამ დრომდე არ შესრულებულა.
რუსიკო შომახია, ბიუროს ხელმძღვანელ ტარიელ შარაბიძეს მეორე მხარესთან გარიგებაში დებს ბრალს. სააღსრულებო ბიუროში ამბობენ, რომ ფართი ნაპოვნია და ნივთების საწყობში გადატანა მიმდინარეობს.