რკინიგზის სადგური, რომლის ასაშენებლად ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა უფუნქციოა

08 ნოემბერი 2018, 00:00 3052 ნახვა

12 წლის წინ გახსნილი, იმ დროისთვის ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტილის შენობა, რომლისთვისაც ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა უფუნქციოდაა დარჩენილი.

ბათუმის ყოფილი რკინიგზის სადგური 2015 წლის შემდეგ აღარ მუშაობს.

დაზიანებულია შენობის მინები, გარე ფასადზე თუნუქის ფირფიტები, ასევე ინვენტარი, რომელიც სადგურის დახურვის შემდეგ შენობაში დარჩა.

''ბათუმი ცენტრალის'' გახსნის შემდეგ,  ძველ სადგურში მატარებლები აღარ ჩერდებიან.

ბოლო რამდენიმე თვეა ობიექტს დაცვა აკონტროლებს, შესაბამისად უცხო პირები ძველ სადგურში შესვლას ვეღარ ახერხებენ. 

ობიექტი საქართველოს რკინ​იგზის შვილობილ კომპანიას “ჯი არ ქონებას'' ეკუთვნის. ''შენობის კონსტრუქცია მყარია, ის ავარიული არ არის, დაზიანებულია მხოლოდ ფასადი'' - ამბობენ ობიექტის მეპატრონეები, რომლებსაც მახინჯაურის ყოფილი სადგურის აუქციონზე გატანა არ იჯარით გაცემა სურთ. ობიექტით ''უსინათლოთა კავშირი'' არის დაინტერესებული, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

მათი განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა აუდიტის დასკვნა, ობიექტი ექსპერტებმაც უნდა შეისწავლონ, რის  შემდეგაც საიჯარო ფასი დადგინდება. კომპანია ქონების იჯარით გაცემას 10 წლის ვადით გეგმავს. 

მახინჯაურში რკინიგზის სადგური 2006 წელს გაიხსნა და 9 წელი იმუშავა. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში