გამწვანების სამსახურს დავით დიასამიძე უხელმძღვანელებს

07 ნოემბერი 2018, 00:00 2580 ნახვა

ძალოვანი უწყებიდან თვითმმართველობაში."ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სამსახურის დირექტორად დავით დიასამიძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ სფეროში გამოცდილება არ აქვს, თუმცა საკუთარი პროექტების განხორციელებას გეგმავს.  დიასამიძის თქმით, ვაკანტურ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მერს თვითონ შესთავაზა. 

პროფესიით  იურისტი,   წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში და ბიზნეს სექტორში მუშაობდა.  ამ დრომდე   კი თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 5 ნოემბრამდე   "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის" უფროსის მოვალეობას, მოადგილე ასრულებდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში