ენმ ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას ითხოვს

07 ნოემბერი 2018, 00:00 1866 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის ბულვარში კაფის  მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ყოფილი კაფე, რომელიც იჯარით იყო გაცემული,  ნებართვის გარეშე დაანგრიეს, დემონტაჟის შემდეგ კი ახალი ნაგებობა შენდება. გელა დეკანაძის მტკიცებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მხოლოდ რეაბილიტაცია-ადაპტაციის ნებართვა ჰქონდა გაცემული. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ კაფეს და მის მიმდებარედ ყოფილი სამედიცინო ამბულატორიის ტერიტორიაზე კომპანია “ამბასადორი“  50 სართულიან კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ამის დასტურად ისინი სპეციალური ტექნიკის საშუალებით საძირკვლის სამუშაოებს ასახელებენ, რომელიც მათი მტკიცებით, მხოლოდ მრავალსართულიანი სახლის მშენებლობისთვისაა საჭირო.

ოპზიცია საგამოძიებო უწყებას დაინტერესებისკენ მოუწოდებს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში  ადასტურებენ, რომ  შენობის დემონტაჟი  უნებართვოდ მოხდა. ზაურ ახვლედიანის განცხადებით, მერიის გაფრთხილების შემდეგ, „ამბასადორის“ წარმომადგენელმა სააგენტოში საპროექტო დოკუმენტაცია წარმოადგინა და შეთანხმდნენ, რომ იგივე მოცულობის შენობას ააშენებენ.  ჩვენ დავუკავშირდით კომპანიის  იურისტსაც, გოჩა კამკია ამბობს, რომ მშენებლობა კანონის დაცვით მიმდინარეობს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი