ხელოვნების ცენტრში ქართულ - აფხაზური ოჯახების შეხვედრის საღამო გაიმართა. აჭარაში 8 ათასი ეთნიკურად აფხაზი ცხოვრობს და 2 ათასამდე ქართულ-აფხაზური ოჯახია. გაიმართა სპექტაკლი და გამოფენა. წარმოდგენილი იყო აფხაზი მხატვრების ნახატები და მწერლების წიგნები.
საღამო გუშინ ქართულ-აფხაზური საგას ორგანიზებით გაიმართა, მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.