უახლოეს დღეებში ბათუმში თბილი ამინდია მოსალოდნელი.
დღეს და ხვალ შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე, ნოტიო ჰაერის გავრცელების შედეგად მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა, თუმცა შენარჩუნდება თბილი ამინდი. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოსა და სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში კი +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ოთხშაბათს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ინტენსიურად გავრცელდება თბილი ჰაერის მასები, რომლის ზემოქმედებითაც საქართველოს, როგორც დაბლობსა და ბარში, ასევე მთიან და მაღალმთიან ზონაში მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.