მსჯელობა საარჩევნო სტრატეგიაზე და დახურული შეხვედრები ყოველ დღე

04 ნოემბერი 2018, 00:00 1627 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გრძელდება. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან. 

უკვე ცნობილია, რომ შეიქმნება სპეციალური შტაბები, რომლის წევრები მოსახლეობასთან გზავნილებით შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ. შეხვედრის პარალელურად „ქართული ოცნების“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს დაზარალებულები“ აქციებს მართავენ. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი