სომხეთის დედაქალაქ ერევნის დაარსების 2800 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბათუმში სომხეთის გენერალურ საკონსულოში მიღება გაიმართა.
მოეწყო ფილმის ჩვენება, რომელიც ერევნის ისტორიას ასახავდა, სომხეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში ეღიშე სარგისიანმა ერევნის ისტორიასა და დღევანდელობაზე ისაუბრა. საღამოს ბათუმის მერი , სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები და მამა არარატ გუმბალიანი ესწრებოდნენ.