აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გაიმართა. შეხვედრაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და საქართველო-აშშ-ის ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
დღესვე იგეგმება აუდიენცია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან. ჯონ ბოლტონი თბილისში კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ვიზიტებს მოიცავს.
აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ერთობლივი პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით მიღწეული პროგრესი - ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ რეგიონალურ და გლობალურ გამოწვევებზეც იმსჯელეს.