ბათუმში თავდაცვის ბალანსზე არსებულ შენობაში მოქალაქეები თვითნებურად შეიჭრნენ

26 ოქტომბერი 2018, 00:00 10147 ნახვა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობაში, 15-მდე ოჯახი თვითნებურად შეიჭრა. მოქალაქეები, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს შენობა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან და სხვა გამოსავალი არ ქონდათ. 

შენობას დაცვა ჰყავს, ამიტომ ტერიტორიაზე შესვლა რთულია, 15-მა ოჯახმა კი მოახერხა შენობაში მოხვედრა და, როგორც აცხადებენ, ოთახების გადანაწილება.

"ვართ შუახევის სოფლებიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახები. არ გვაქვს საცხოვრებელი სახლები და წლებია ვქირაობდით ოთახებს, თუმცა თანხას ვერღაც ვიხდით,"- განაცხადა სულიკო ბერიძემ.

სულიკო ბერიძე ამბობს, რომ შენობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ალტერნატიული ფართის შეთავაზებს მთავრობა.

ამ წუთებში შენობის შესასვლელი სამხედროებს აქვთ ჩაკეტილი და მედიის წარმომადგენლებს შიგნით არ უშვებენ. შენობაში პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც არიან მობილიზებული.

უკანონოდ შეჭრილი მოქალაქეები ბათუმის მერის მისვლასაც ითხოვენ. რამდენიმე წუთის წინ, მოქალაქეებთან მოლაპარაკებაზე ხელისუფლების წარმომადგენლები შევიდნენ. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი