საპროტესტო აქცია ე.წ. ”ოცნების ქალაქში”

25 ოქტომბერი 2018, 00:00 1983 ნახვა

უცვლელი მოთხოვნებით საპროტესტო აქცია გაიმართა ე.წ.-ულ ოცნების ქალაქში. დასახლებაში  გზის მოწესრიგებას, გარე განათების მოწყობას, ნაგვის ურნების განთავსებას და დაპირებული მრავალსართულიანი სახლის მშენებლობისთვის ინვესტორის მოძიებას ითხოვენ.   

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მასშტაბურ აქციებს  გეგმავენ.     აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ დასახლებაში  ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაწყებულია, რაც შეეხება მრავალსართულიანი საცხოვრებლის მშენებლობას, პროგრამაზე მუშაობა  მიმდინარეობს, თუმცა მანამდე  შესახლებულთა მდგომარეობას კიდევ ერთხელ შეისწავლიან.  პარალელურად მთავრობაში აცხადებენ, რომ სახლის მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში