აჭარის მაუწყებლის წამყვანი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო

25 ოქტომბერი 2018, 00:00 9871 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა ''ქართული ოცნების'' მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა. 

მომღერალი სოფო ხალვაში, რომელიც გადაცემა ''დილის ტალღის'' წამყვანია თბილისში სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. ​

​ამ ფაქტზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელმა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო. 

''მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს'' - ამბობს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი გია ქარცივაძე.  

შაბათ-კვირას ''დილის ტალღა'' ეთერში გავა, მაგრამ მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით მას სოფო ხალვაში არ წაიყვანს, რადგან ამ ეტაპზე დისციპლინური საქმის წარმოება მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი