ბათუმში კორპუსიდან კაცი გადმოვარდა - გამოძიება მიმდინარეობს

23 ოქტომბერი 2018, 00:00 9552 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან მამაკაცი, სავარაუდოდ გადმოვარდა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შეტყობინება 6 საათსა და 5 წუთზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ მედიკოსებს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 

გორგილაძის ქუჩაზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. გარდაცვლილი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში