პროკურატურის განცახდება და გასაჯაროებული ფარული ჩანაწერები

21 ოქტომბერი 2018, 00:00 1548 ნახვა

პროკურატურა 10 სექტემბრის ფარულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, რომელიც მოქალაქისგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი.  გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ., ასევე ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი. მირზა სუბელიანმა კი კითხვების ნაწილის პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა. 

გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით.

ამავე კატეგორიაში